Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლამ პოგბას, რომანიოლის და დონარუმას შესახებ ისაუბრა

ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„პოლ პოგბას იუვენტუსში დაბრუნება ? დეკემბერი ოცნების თვეა და მე ოცნებების დანგრევას არ ვაპორებ, მაგრამ პოლზე ლაპარაკს ჯერჯერობით აზრი არ აქვს. მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელები ჩემზე და პოლზე რომ არ საუბრობდნენ, მათ სამსახური არ ექნებოდათ.

„რომანიოლის მომავალი ? სატრანსფერო მარკეტი მაისში იწყება, იქამდე კი ჩვენ ამ საკითხზე მუშაობისთვის დრო გვაქვს.

„დონარუმას სიტყვები, რომ ის პსჟ-ში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა ? არ ვიცი, არის თუ არა ეს პრობლემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველამ ვიცით, თუ როგორ დასრულდება ყველაფერი. ძალიან მალე მისთვის ყველაფერი იდეალურად იქნება.”