Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლას დე ლიხტის ბარსელონაში ხილვა სურს

მინო რაიოლას სიტყვების შემდეგ, რომ იუვენტუსის ცენტრალური მცველი მატაის დე ლიხტი კარიერაში შემდეგი ნაბიჯისთვის მზად არის (იხილეთ აქ), ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტურინიდან წასვლის შესახებ ცნობები არ წყდება.

ესპანური გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, იტალიელ სუპერ-აგენტს დე ლიხტის ხილვა ბარსელონაში სურს და მას გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.

წყაროს ინფორმაციით, რაიოლა იუვენტუსს დე ლიხტის კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს, რომელიც 2024 წლის ზაფხულში იწურება, სანაცვლოდ კი მის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტის – 150 მილიონი ევროს საგრძნობლად შემცირებას მოითხოვს…