Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაიოლას დონარუმას კონტრაქტში 30-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტის ჩადება სურს

მილანმა ჯიჯო დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა დაიწყო, თუმცა მინო რაიოლას სურს, რომ ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ გუნდს მისი გამოსყიდვა 30 მილიონად შეეძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს.

21 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დონარუმას აგენტის ეს მოთხოვნა გუნდს ძალიან რთულ სიტუაციაში აგდებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი მზად არის ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევროდან 8 მილიონამდე გაზარდოს, თუმცა 30-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტის ჩადებას კონტრაქტში არ აპირებს, რაც მოლაპარაკებებს ძალიან ართულებს.

გამოცემისი ინფორმაციით, მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტზეც მუშაობს, თუმცა დიავოლოს ხელმძღვანელობას არც თურქი ფეხბურთელის კონტრაქტზე ელის მარტივი მოლაპარაკებები…