Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაიოლას კინის მილანში ხილვა სურს

მილანი ცენტრალურ ფორვარდს ეძებს, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩს დასვენების საშუალებას მისცემს და Tuttosport-ის ინფორმაციით, მინო რაიოლამ დიავოლოს თავისი კლიენტი, მოიზე კინი შესთავაზა.

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ახლა ევერტონში თამაშობს, თუმცა ინგლისში მისი კარიერა კარგად ვერ აეწყო და ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნება უნდა. რაიოლა ევერტონის დარწმუნებას ცდილობს, რომ კინი მილანში იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

მართალია მოიზე იბრას სტილის ფეხბურთელი არ არის, თუმცა მას შეტევის ზონაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და სკამის გასაძლიერებლად როსონერის 20 წლის იტალიელი აუცილებლად გამოადგება.

Leave a Reply

Your email address will not be published.