Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლას რომანიოლის ბარსელონაში ხილვა სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და ბარსელონა მცველების გაცვლას სერიოზულად განიხილავენ.

იტალიელი ჟურნალისტის კლაუდიო რაიმონდის ინფორმაციით, მხარეები რომანიოლი – ხუნიორ ფირპოს ბარტერზე უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მსჯელობენ და მათ ამ საქმეში რომანიოლის აგენტი მინო რაიოლაც ეხმარება.

მილანის კაპიტანს როსონერისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება ფინანსური და სპორტული ასპქეტების გამო მილანს ძალიან გაუჭირდება.

ფირპოს რაც შეეხება, 24 წლის უკანახაზელი, რომელსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, კუმანის გეგმებში არ შედის და ბლაუგრანას მისი გასხვისება სურს.