Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა…

ფეხბურთში ყველაზე გავლენიანი აგენტი მინო რაიოლა, რომელიც ისეთი ფეხბურთელების ინტერესს იცავს, როგორებიც ჯიჯო დონარუმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგვა, მატაის დე ლიხტი, ერლინგ ჰაალანდი და სხვები გახლავთ, საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ის დილით მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რა სახის ოპერაცია დასჭირდა მას.