Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაიოლას სურს,რომ დონარუმა მილანიდან წავიდეს,თუმცა…

ჯიჯო დონარუმას აგენტს,მინო რაიოლას სურს,რომ ახალგაზრდა იტალიელი კიპერი მილანიდან წავიდეს და უფრო ამბიციურ გუნდში გადავიდეს.

თავად ფეხბურთელს მილანში დარჩენა სურს,თუმცა რაიოლას მიაჩნია,რომ ჯიჯო ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას და უფრო მაღალ ხელფასს იმსახურებს.

მილანმა აგენტს ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა.როსონერი მზად არის,რომ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი,რომლის მიხედვითაც თუ მილანი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს,ამ შემთხვევაში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.