Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლა დე ვრეისთვის ახალ გუნდს ეძებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის უკანახაზელის სტეფან დე ვრეის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს და მინო რაიოლა მათთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი ინტერისთვის ხელშეუხებელ მოთამაშეებს შორის არ შედის და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ბენეამატა მზად არის დაინტერესებულ გუნდებთან მოლაპარაკებები წამოიწყოს.

დე ვრეი ინტერს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, გასულ სეზონში კი ნერაძურის ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ინტერს ჰაკიმის მსგავსად შესაძლოა კიდევ ერთი ლიდერის გაყიდვა მოუწიოს.

წყაროს ცნობით, ბენეამატა ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.