Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაიოლა:“ დე ლიხტი იუვენტუსის კაპიტანი გახდება“

მინო რაიოლამ მატიას დე ლიხტის და ფედერიკო ბერნარდესკის შესახებ ისაუბრა.

„მე მატიასს უკვე ვუთხარი, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდება და ექნება შანსი, რომ Balon d’Or-ისთვის იბრძოლოს. ის უდიდესი ნიჭის პატრონია და მიუხედავად იმისა, რომ მას საკმლაური არ უკეთია, უკვე იუვენტუსის კაპიტანია, მაგრამ ძალიან მალე მას სამკლაურას დაუთმობენ.

„ბერნარდესკის რაც შეეხება, მან და ზოგადად ყველამ იცის, რომ ის ფიორენტინაში დიდებულ ფეხბურთს აჩვენებდა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას იუვენტუსის რიგებშიც მოახერხებს.“