Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაიოლა:“ იბრამ MLS-ში დრო დაკარგა, პოგბა და დე ლიხტი…“

მინო რაიოლამ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, პოლ პოგბასა და მატიას დე ლიხტზე ისაუბრა.

რაიოლამ Golden Boy 2020 ცერემონიალზე საუკეთესო აგენტის ჯილდო მიიღო, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა.

„მე ჩემს კარიერაში ბევრი ფეხბურთელი მინახავს, რომელიც ზლატანის ასაკში გადაღლილი იყო და მათ გამო ვწუხდი, რომ გაგრძელება სურდათ. იბრას კი დაღლილობა არასდროს არ ეტყობა. ჩემი აზრით, მას კიდევ 5 წელი უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მე ის MLS-ში მივიყვანე, ეს მისთვის დროის დაკარგვა იყო. მომავალში მას მნიშვნელოვანი როლი ელოდება, არ არის გამორიცხული, რომ UEFA-ს პრეზიდენტი გახდეს და ფეხბურთი შეცვალოს.

„ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, როგორც სხვა ჩემს კლიენტებთან. ისინი ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან.

„დე ლიხტი ? ის უბრალო მოთამაშე არ არის. ის ყოველთვის ძალიან გულახდილია და საკუთარ თავს ყველაზე მკაცრად აკრიტიკებს. ის დაბადებულია, რომ იყოს ლიდერი, მას შეუძლია, რომ გადაწყვეტილება ყველას მაგივრად მიიღოს. მატიასი იტალიურად ჩემზე კარგად საუბრობს, ის უნიჭიერესი ახალგაზრდაა.

„პოგბა ? ინგლისში პოგბას მიმართ ყველას თავისი აზრი აქვს. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე, რაც ყველამ კარგად იცოდა და სენსაციური ამაში არაფერია.

„ზამთარში ისეთი დიდი ფეხბურთელებისთვის, როგორიც პოგბაა, გუნდის შეცვლა ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენ ზაფხულში ვნახავთ, თუ რა მოხდება.“