Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაიოლა იტალიაშია და მილანთან შესახვედრად ემზადება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მინო რაიოლა დღეს იტალიაში ჩაფრინდა და უახლოეს დღეებში მილანს შეხვდება, სადაც მხარეები სამი ფეხბურთელის კონტრაქტს განიხილავენ.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე მილანისთვის ჯიჯო დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივებაა. მისი მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება და როსონერის სურს, რომ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე მიაღწიოს, რომ სხვა გუნდებს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყების საშუალება არ მისცეს.

მილანს ასევე სურს ჯიჯოს ძმის, ანტონიო დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივებაც, რომლის კონტრაქტიც ანალოგიურად სეზონის ბოლოს იწურება.

მესამე ფეხბურთელი კი გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლია. იტალიელი უკანახაზელის ხელშეკრულება 2021 წლის ივნისში იწურება, თუმცა მილანი მოლაპარაკებების გადადებას არ აპირებს და სურს, რომ ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება ახლავე გაუფორმოს.