რაიოლა:“ მე მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, რომ ჩემმა კლიენტებმა საუკეთესო პირობები მიიღონ…“
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ BBC-სთან ინტერვიში თავისი საქმიანობის სტილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვა ადამიანების აზრი, რომლებიც მას ხარბს ეძახიან, არ აინტერესებს.
„რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის, როდესაც ადამიანები ხარბს გეძახიან და შესაძლოა ისინი იმაზეც დაფიქრდნენ, თუ მართლა ასეთი ხარბი ვარ, რატომ რჩებიან მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ჩემს კლიენტებად ?
„როგორ შეუძლია სხვა ადამიანს იმსჯელოს იმაზე, ვარ თუ არა კარგი აგენტი მაგალითად ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის თავად იბრას გარდა ?
„მე სხვა ხალხის აზრზე გავლენას ვერ მოვახდენ, ჩემი საქმე არის ის, რომ ჩემი კლიენტებისთვის ყოველთვის საუკეთესო პირობები მოვიპოვო და ჩემი საქმიანობა ძალიან ბევრ სერვისს მოიცავს, რომელიც ხალხმა არც კი იცის.
„ჩემი ფეხბურთელები პარაზიტს არ მეძახიან, მე კი სხვა ადამიანების აზრი ნაკლებად მადარდებს.“