Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლა მილანის სათაო ოფისშია

ცნობილი იტალიელი აგენტი მინო რაიოლა ცოტა ხნის წინ მილანის სათაო ოფისს ეწვია და როსონერიმ გუნდის კაპიტანის ალესიო რომანიოლის კონტრაქტზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.

რომანიოლის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და იმის მიუხედავად, რომ მისი უფასოდ გაფორმების სურვილი არაერთმა გრანდმა გამოთქვა, რომანიოლის პრიორიტეტად კვლავ მილანის რიგებში დარჩენა რჩება, თუმცა მას ამისთვის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.

რომანიოლი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით წლიურად ბონუსების ჩათვლით 6 მილიონს იღებს, მილანს კი ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მისი გასამრჯელოს შემცირება 3-3.5 მილიონამდე სურს.