Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლა მილანის ქომაგების ქცევის გამო უკმაყოფილოა…

იტალიურ მედიაში ცნობილი გახდა, რომ მილანის ულტრასები ჯიჯო დონარუმას შეხვდნენ და იტალიელ კიპერს მილანთან კონტრაქტის გაფორმება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას იუვენტუსის წინააღმდეგ თამაშის საშუალებას არ მისცემდნენ, რაზეც მალდინიმ განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არა გულშემატკივრები, არამედ მწვრთნელი იღებს.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დონარუმამ ულტრასებთან შეხვედრა აცრემლებულმა დატოვა, რის გამოც მისი აგენტი მინო რაიოლა ძალიან გააბრაზა, რომელმაც იტალიაში თავისი ასისტენტი და ბიძაშვილი ენცო რაიოლა გააგზავნა, რომელმაც ასეთი ინციდენტებისგან ჯიჯო უნდა დაიცვას.

იუვენტუსი მილანს 9 მაისს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს და ამ მატჩში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

გათიშვა