Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლა:“ მილანის ქომაგების ქცევა ამაზრზენია…“

მინო რაიოლა ესპანეთთან იტალიის მატჩის მსვლელობისას ჯიჯო დონარუმას მიმართ როსონერის ქომაგების მიერ სტვენასა და ზეწოლაზე კომენტარი გააკეთა.

„მილანის ქომაგების საქციელი იტალიის თამაშის დროს ამაზრზენი იყო და მე მიკვირს, რატომ არ ჩაერია საქმეში როსონერი მას შემდეგ, რაც ქალაქში ის ბანერი ნახეს (იხილეთ აქ).

„დონარუმას არავინ მოუკლავს და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მიალნს უბრალოდ არ ეყო ძალა, რომ ის შეენარჩუნებინა.

„შეეკითხეთ ნებისმიერ, შეეკითხეთ მამას, გირჩევდათ ის მილანში დარჩენას თუ პსჯ-ში გადასვლას, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობენ ?

„ამ ინციდენტის გამო არა მხოლოდ მილანი, არამედ მთელი იტალია ცუდად გამოიყურება.

„მაშინ, როდესაც მილანს ყველაზე რთული მომენტი ჰქონდა, ჯიჯომ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა და როსონერის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დაეხმარა, მაგრამ ამის გახსენება არავის სურს და მას იმიტომ ერჩიან, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთა.“