Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაიოლა მილანის წინადადებამ გააკვირვა

ჯიჯო დონარუმას კონტრაქტი, რომელიც მომავალი სეზონის ბოლოს იწურება, მილანის მთავარი თავის ტკივილი გახდა.

როსონერი ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უკვე მუშაობს და Repubblica-ს მტკიცებით, დიავოლო ჯიჯოს 4-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, სეზონში კი 6 მილიონ ევროს ჰპირდება, რაც ზუსტად ის ხელფასია, რასაც ახალგაზრდა კიპერი ახლა იღებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ წინადადებამ დაიოლა ძალიან გააკვირვა და გააბრაზა კიდეც და დიდი ალბათობით, იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის მსგავსად, მარტივად სიტუაცია არც აქ მოგვარდება. გუშინ უკვე გაცნობეთ, რომ დონარუმას ხელფასის სახით მინიმუმ 10 მილიონი სურს…

Leave a Reply

Your email address will not be published.