რაიოლა მილანშია,დონარუმა ახალ კონტრაქტთან ახლოს არის

La Repubblica-ს მტკიცებით,დღეს დილით მინო რაიოლა მილანში ჩაფრინდა და ამჟამად მხარეები მილანის ბაზაზე ჯიჯო დონარუმას ახალი კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

ბოლო ინფორმაციით,ახალგაზრდა იტალიელი კიპერი მილანთან კონტრაქტს კიდევ 2 წლით გაახანგრძლივებს და გუნდში 2023 წლის ჩათვლით დარჩება.მისი ახლანდელი ხელფასი,6 მილიონი ევრო,არ შეიცვლება,თუმცა მას სხვადასხვა ბონუსების  გამომუშავება და საერთო ჯამში 6.5 მილიონის მიღება შეეძლება.

არ არის გამორიცხული,რომ იმ შემთხვევაში,თუ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს,ჯიჯოს კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდი პუნქტი ამოქმედდეს და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს 60 მილიონ ევროდ შეეძლება.

დონარუმას გარდა,მხარეები ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ალესიო რომანიოლის კონტრაქტებსაც განიხილავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.