Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლა:“ პოგბა იუვენტუსში?“

მინო რაიოლამ პოლ პოგბას იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„პოლ პოგბა იუვენტუსში ? მე პოგბას შესახებ საუბარი არ შემიძლია, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც პოლზე რაიმეს ვამბობ, ხალხი ძალიან ნერვიულობს და მათ ღამეები არ სძინავთ.

„მე მუშაობა ჩუმად მიწევს და თუ რაიმე კონკრეტული იქნება ცნობილი, ამას აუცილებლად გაიგებთ. მე რომ ვისაუბრო, ვიღაცეები ზედმეტად ღიზიანდებიან.

„დონარუმა ? დაანებეთ ჯიჯოს თავი, რადგან ის მილანისთვის და მისი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვან სეზონს ატარებს, სხვა თემებზე კი თქვენთან საუბარს არ ვაპირებ.

„იბრა ? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთადერთი, ვისაც მილანის გადარჩენა შეეძლო, იბრაჰიმოვიჩი იყო და მე მართალი აღმოვჩნდი…“