Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაიოლა:“ პოგბა შესაძლოა იუვეში დაბრუნდეს“

პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ ფრანგი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

„დამალვას აზრი არ აქვს, პოლი მანჩესტერში ბედნიერი არ არის. მას არ ეძლევა საშუალება, რომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს.

„მას მანჩესტერთან კონტრაქტი კიდევ წელიწად ნახევარი აკავშირებს, მაგრამ ჩემი აზრით ორივე მხარისთვის გამოსავალი მისი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდვა იქნება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მანჩესტერი მის უფასოდ დაკარგვას გეგმავს, რადგან პოლი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

„იუვე ? არ არის გამორიცხული, რომ ის იუვეში დაბრუნდეს, რატომაც არა ? პოგბას მათთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

„კორონა ვირუსის გამო, მისი გაფორმება ბევრ გუნდს არ შეუძლია, თუმცა მთავარი მონდომებაა.“