Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლა რომანიოლისთვის ხელფასის გაზრდას და გამოსასყიდი პუნქტის ჩამატებას ითხოვს

მილანს მინო რაიოლასთან ჯიჯო დონარუმას კონტრაქტის პარალელურად კიდევ ერთი რთული მოლაპარაკებები ელოდება.

ამჯერად საქმე გუნდის კაპიტანს ალესიო რომანიოლის ეხება, რომლის ხელშეკრულებაც 2022 წლის ზაფხულში იწურება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა რაიოლასთან რომანიოლის კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო, თუმცა რაიოლას დონარუმას ხელშეკრულების მსგავსად ამ შემთხვევაშიც ფეხბურთელის ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს და ამასთან ერთად, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტის ჩადებას ითხოვს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანს იმედი ჰქონდა, რომ რომანიოლის ხელფასს, 3.5 მილიონ ევროს, ახალ კონტრაქტში უცვლელად დატოვებდა, თუმცა როგორც ჩანს ეს არ გამოუვა. რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ როსონერი 4 მილიონ ევროზე მეტი ხელფასის გადახდას არც ერთი ფეხბურთელისთვის არ აპირებს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მალდინის რაიოლასთან კიდევ ერთი რთული მოლაპარაკებები ელოდება…