Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლა:“ რომელი გუნდი იქნება დე ლიხტისთვის შესააბამისი ?…“

მინო რაიოლამ, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ მატაის დე ლიხტი ‘კარიერაში მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის’ (იხილეთ აქ), არც კონკრეტული გუნდების დასახელებას მოერიდა.

„რომელი გუნდი იქნებოდა დე ლიხტისთვის საუკეთესო ? ვფიქრობ, რომ თქვენ ყველამ იცით, თუ რა გუნდებს დავასახელებ. პრემიერ ლიგა, ასევე ბარსელონა, მადრიდის რეალი და პსჟ.

„დე ლიხტი არის და ყოველთვის დარჩება მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის ერთ-ერთში, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულად რაიმეს თქმა ადრეა.

„ბარსელონა ? მართალია მათ გარკვეული ფინანსური სირთულეები აქვთ, მაგრამ ისეთ დიდ ორგანიზაციას, როგორიც ბარსელონაა, ამ სირთულეების დასაძლევად სულ 1-2 წელი დასჭირდება.”

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს დე ლიხტის კონტრაქტში აქტიურდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.