Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლა ტურინს მომდევნო კვირის განმავლობაში ეწვევა…

იტალიური მედიის ინფორამციით, ცნობილი აგენტი მინო რაიოლა უახლოეს პერიოდში იტალიაში ჩაფრინდება, სადაც იუვენტუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და მხარეებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და რაიოლას შორის მთავარი საკითხები ფედერიკო ბერნარდესკის კონტრაქტი, პოლ პოგბას და რომანიოლის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერი, მატაის დე ლიხტის გამოსასყიდი თანხა, რომელიც სეზონის ბოლოს აქტიურდება და მოჰამედ იჰატარენის სიტუაცია იქნება.