რალფ რანგნიკის კონტრაქტის დეტალები

რალფ რანგნიკი რედ ბულს 10 დღის შემდეგ დატოვებს და მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს.რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ,როსონერი გერმანელი სპეციალისტის გუნდში მისვლას სულ მალე გააოფიციალურებს.

MIlanNews-ის ინფორმაციით,რანგნიკი მილანთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წარმატების შემთხვევაში მე-4 წელიც დაემატება.მისი წლიური ანაზღაურება სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება და მთავარ მწვრთნელთან ერთად ის გუნდის სატრანსფერო პოლიტიკასაც განკარგავს.

მილანი მას ტრანსფერებისთვის 70 მილიონ ევროს გამოუყოფს და ამას იმ თანხი 50 პროცენტს დაუმატებს,რასაც როსონერი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელების გაყიდვიდან მიიღებს.

მიმდინარე სეზონს მილანის მთავარი მწვრთნელის რანგში სტეფანო პიოლი დაასრულებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.