რალფ რანგნიკის 3 პრიორიტეტული სამიზნე

რალფ რანგნიკმა მილანის უფროსობას 3-კაციანი სია გადასცა,რომლის გაფორმებაც როსონერიმ აუცილებლად უნდა სცადოს.

რალფ რანგნიკის მილანში მისვლა უკვე გადაწყვეტილია,თუმცა ზუსტად რა თანამდებობას დაიკავებს ის ჯერ არავინ იცის.იმ შემთხვევაში,თუ სტეფანო პიოლი მილანის ევროპა ლიგაზე გაყვანას მოახერხებს,მაშინ რანგნიკი გუნდში სპორტული დირექტორის რანგში მივა,პიოლის წასვლის შემთხვევაში კი ის მწვრთნელი გახდება და სპორტული დირექტორის მოვალეობებსაც შეითავსებს.

უკვე ისიც არის ცნობილი,რომ მილანი რანგნიკს სატრანსფერო ხარჯებისთვის 80 მილიონ ევროს გამოუყოფს და ფეხბურთელების გაყიდვიდან შემოსული თანხის 50 % დაუმატებს,ამ თანხის დახარჯვას კი გერმანელი სპეციალისტი რედ ბულის შობოშლაის და მადრიდის რეალის ფეხბურთელების – ლუკა იოვიჩის და მარტინ ოდეგაარდის ტრანსფერებში გამოიყენებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.