Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რამადანი Casa Milan-ს ეწვია…

ცნობილი აგენტი ფალი რამადანი Casa Milan-ს ეწვია და Calciomercato-ს ინფორმაციით, მხარეებმა აგენტის რამდენიმე კლიენტის მომავალი განიხილეს.

წყაროს ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი თემა რომას საკუთრებაში მყოფი ჩენგიზ უნდერ იგახლავთ, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა და რომას ახლახანს დაუბრუნდა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაისმა ფიორენტინას ცენტრალური მცველის ნიკოლა მაკსიმოვიჩის სახელიც, რომელსაც იებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მას გუნდის დატოვება სურს. ახალგაზრდა უკანახაზელს როსონერი ალესიო რომანიოლის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.

წყაროს ცნობით, შეხვედრაზე მირალემ პიანიჩის სახელმაც გაიჟღერა, რომლის კარიერაც ბარსელონაში კარგად არ აეწყო და მას იტალიაში დაბრუნება სურს, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასია…

გათიშვა