Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რამდენს გამოიმუშავებს ინტერი სკუდეტოს მოპოვების გამო

ნერაძური სერია ა-ს ჩემპიონობის გამო დამატებით ფინანსებს მიიღებს, რაც არსებული კრიზისის ფონზე ორმაგად მნიშვნელოვანია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, საპრიზო ფონდის და სპონსორების ბონუსების გათვალისწინებით ნერაძური სერია ა-ს მოგებით დამატებით 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ნერაძური დამატებით 23.4 მილიონ ევროს სერია ა-ს სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან შემოსული თანხიდან მიიღებს, რომელიც გამარჯვებულს ერიცხება, 10 მილიონს კი UEFA ჩემპიონობის გამო გადაუხდის.

სპონსორებიდან ნერაძური ბონუსების სახით 15 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც სერია ა-სა და იტალიის თასის გამარჯვებულებს შორის გასამართი Supercoppa-ს მატჩისგან მიღებული 3.5 მილიონი ევროც დაემატება.

აღნიშნული 50 მილიონის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამო ნერაძური კიდევ 30 მილიონ ევროს მიიღებს.

გათიშვა