Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რამოსის იუვენტუსში ტრანსფერი რეალური ხდება ?

არაერთი ესპანური წყაროს მტკიცებით, სერხიო რამოსი სამეფო კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოს არის და მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ტურინის იუვენტუსია.

ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტი მადრიდის რეალთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ბლანკოსს კაპიტანის შენარჩუნება სურს და ახალი კონტრაქტიც შესთავაზა, მაგრამ რამოსის მოთხოვნები რეალის შეთავაზებულ პირობებთან ძალინა განსხვავდება.

ტურინელები რამოსს კიელინის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებენ. კაპიტანი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი რჩება, მაგრამ მისი ტრავმების სიხშირიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ 36 წლის ფეხბურთელმა თამაში მომავალ სეზონშიც გააგრძელოს, რამოსი კი მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალისთვის იდეალური მენტორი იქნება.