Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რამოსის იუვეში ტრანსფერი რეალური ხდება ?

სერხიო რამოსს უკვე სრული უფლება აქვს, რომ ნებისმიერ გუნდთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებები გამართოს, რადგან 34 წლის ფეხბურთელი მადრიდის რეალთან კონტრაქტი 6 თვეზე ნაკლებ დროში ეწირება.

რამოსი ბოლო პერიოდში ლივერპულს და პსჟ-ს დაუკავშირეს, თუმცა გამოცემა Diaro Gol-ის ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი მიმზიდველი წინადადება მიიღო. ამჯერად მას ტურინის იუვენტუსი და პირადად მისი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი კრიშტიანუ რონალდუ ეპატიჟება.

ბიანკონერი ბოლო წლებში თავისუფალი აგენტების გაფორმებით ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. მათ ანდრეა პირლოს, ევრას, პოლ პოგბას და სხვა ცნობილი ფეხბურთელების სრულიად უფასოდ, ან მიზერულ თანხად დამატება მოახერხეს და შემდეგი სამიზნე შესაძლოა სწორედ რამოსი გახდეს.

მადრიდის რეალი კაპიტნის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა გუნდის პოლიტიკიდან გამომდინარე მათ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებისთვის 1-წლიან კონტრაქტზე მეტის შეთავაზება არ შეუძლიათ, რამოსი კი მინიმუმ 2-წლიან კონტრაქტს ითხოვს და დიდი ალბათობით ის რეალს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.