Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რამოსი:“ იბრა ნამდვილი მკვლელია, ფეხბურთს ის სჭირდება“

მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა Prime Video-სთან ინტერვიუს დროს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„იბრას მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ ერთმანეთთან პირადი კონტაქტი არ გვქონია, თუმცა მისი კარიერის დაიგნორება შეუძლებელია. ის დიდებული ფეხბურთელი, ნამდვილი მკვლელია, რომელმაც თავისი ხასიათი მოედანზე და მის მიღმა გამოავლინა და მომავალი თაობისთვის მისაბაძი მაგალითია.

„მან სხვადასხვა ქვეყანაში ითამაშა, 39 წლის ასაკში ამერიიდან ევროპაში დაბრუნდა და გუნდისთვის გადამწყვეტი ფეხბურთელი გახდა. ის ნამდვილად მაგალითია და ფაქტი, რომ ზლატანს რთული ტრავმის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებაც სურს, ნამდვილად საამაყოა როგორც მისთვის, ასევე მთელი ფეხბურთისთვის.

„ფეხბურთს მისნაირი მოთამაშეები სჭირდება, ასაკი არაფერს ნიშნავს, არ არსებობს ახალგაზრდა და ბებერი ფეხბურთელები, არსებობენ ძლიერი და სუსტი მოთამაშეები, ზლატანი კი დიდებული ჩემპიონია.“