Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რამოსი:“ რონალდუსთვის რეალიდან წასვლის საშუალება არ უნდა მიმეცა“

მადრიდის რეალის კაპიტანის თქმით, მას რონალდუსთვის გუნდიდან წასვლის მიზეზი 2019 წელს არ უნდა მიეცა.

პორტუგალიელი 2019 წელს იუვენტუსში 120 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა და ჩემპიონთ ლიგაზე განცდილი კიდევ ერთი მარცხის შემდეგ, კრიშტიანუს ბერნაბეუზე შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ.

„რონალდუს გუნდიდან წასვლით კრისმაც და რეალმაც იზარალეს. მე მისთვის წასვლის საშუალება არ უნდა მიმეცა, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან ერთად ტიტულების მოგება უფრო მარტივია.

„რონალდუს და რეალის ურთიერთობა კარიერის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, კრიშტიანუ რეალს ძალიან ბევრი ტიტულის მოგებაში დაეხმარა.“