Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რანგნიკი:“ზლატანს გუნდში არ დავტოვებდი“

რალფ რანგნიკმა მილანის თავისებურ ხედვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მილანში მისვლის შემთხვევაში ზლატანი გუნდში არ დარჩებოდა.

„პირველად მილანიდან ოქტომბრის ბოლოს დამიკავშირდნენ. მაშინ გუნდი გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებდა.“

შეგახსენებთ, რომ მილანმა პიოლი მთავარი მწვრთნელის პოსტზე 9 ოქტომბერს დანიშნა, აქედან გამომდინარე გუნდს მისი გაშვება მიყვანამდე სურდა…

„მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემსა და მილანს შორის არანაირი კონტრაქტი არ გაფორმებულა. მე რედ ბულთან ხელშეკრულება სულ რამდენიმე დღის წინ გავწვყირე, რაც მილანთან ყველანაირ ხელშეკრულებას გამორიცხავს.

„მილანს რაც შეეხება, გუნდმა პანდემიის შემდეგ შესანიშნავი შედეგი აჩვენა და ცვლილებები არც ჭკვიანური და არც სამართლიანი არ იქნებოდა. პიოლიმ გუნდში დარჩენა დაიმსახურა და მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ინტერვიუებში ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ფოკუსირებული მხოლოდ გუნდის კარგ თამაშზე იყო და არა საკუთარ მომავალზე, რაც გუნდმა შედეგით დაადასტურა.

„არის თუ არა ეს მილანისთვის კარგი გადაწყვეტილება, ამას ჩვენ ყველა ერთად მომავალში ვიხილავთ.“

ბობანი და პიოლი რანგნიკის გუნდში მისვლის წინააღმდეგები იყვნენ და მათ პიოლისთვის შანსის მიცემა სურდათ.

„მალდინის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ნამდვილი ლეგენდა. როგორც სპორტის დირექტორს, მე მის მუშაობას ვერ შევაფასებ, რადგან მის გაწეულ სამუშაოს არ ვიცნობ.

„როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი ერთადერთი კითხვა მიჩნდება – არიან თუ არა გუნდის ხელმძღვანელები კმაყოფილები, რადგან მილანმა ბოლო წლებში საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯა…

„დატოვა თუ არა ბობანმა მილანი ჩემს გამო? ეს კითხვა გუნდის წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ.“

რანგნიკს ჰკითხეს, დატოვებდა თუ არა ის გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩს მილანში მისვლის შემთხვევაში.

„ეს ჩემი სტილი არ არის. 38 წლის ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს ნამდვილად არ შევთავაზებდი. ზლატანის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა მე ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და განვითარება უფრო მსიამოვნებს.

„ჩემთვის იბრაჰიმოვიჩის და კიაერის გუნდში დატოვება არალოგიკურია, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ხედვაა და არავის არ ვუმტკიცებ, რომ ვინმე ცდება. იბრამ თქვა, რომ ის მე არ მიცნობს და ეს მართალია, ჩვენ არასოდეს არ შევხვედრივართ.“

რა გეგმა ჰქონდა რანგნიკს მილანში?

„მე სეზონის სტარტზე კონკრეტულ მიზნებს დავისახავდი, მაგალითად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას, რადგან სიმართლე რომ ვთქვათ, ევროპა ლიგაზე თამაში არავის არ სიამოვნებს.

„მათ მილანიდან 30 კილომეტრში კარგი მაგალითი აქვთ. ატალანტას მილანის მესამედი ბიუჯეტი აქვს, თუმცა უკვე რამდენიმე წელია ტურნირს მილანზე მაღალ პოზიციაზე ასრულებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ისინი სწორ ინვესტიციებს ახორციელებენ და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია ჰყავთ. რა თქმა უნდა, გასპერინის დამსახურებაც ძალიან დიდია, თუმცა ბერგამოელების წარმატება მხოლოდ მისი დამსახურება არ არის.

„ასევე გაკვირვებული ვარ ინტერში ანტონიო კონტეს მუშაობით. მე ყოველთვის მომწონდა აქტიური და აგრესიული თამაშის სტილი მაღალი ტემპით და კონტრ-შეტევებით. შტატებში ასეთ თამაშს უკვე ‘RALFBALL’-საც უწოდებენ. რედ ბულის აკადემიებში ყველა ფეხბურთელი ასეთი თამაშის სტილით იზრდება.“

დადიოდა ხმები, რომ მილანს რანგნიკის დანიშვნა სპორტული დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის პოსტებზე ერთდროულად სურდა.

„ბოლო 36 წლის განმავლობაში, ჩემი მუშაობის ეფექტურობა იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი უფლება-მოსილება მქონდა ამა თუ იმ გუნდში. მე ვიდეო ანალიტიკოსებიდან დაწყებული, ფსიქოლოგებით დამთავრებული, საჭირო კადრების ძებნას უამრავ დროს და ენერგიას ვუთმობდი.

„ასეთი მიდგომა სერია ა-შიც კარგად იმუშავებდა, ოღონდ გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან სრული ნდობა იქნებოდა საჭირო. შეხედეთ იურგენ კლოპს, ის ისეთ ფეხბურთელს არასოდეს გაიფორმებს, რომელიც მის თამაშის სტილს და ფილოსოფიას არ შეესაბამება. იგივე მდგომარეობაა გუარდიოლას გუნდშიც.“

Leave a Reply

Your email address will not be published.