Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რანგნიკი:“ რომასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ“

რომა სპორტული დირექტორის ძიებას განაგრძობს და ერთ-ერთ ვარიანტად რალფ რანგნიკი სახელდებოდა, თუმცა გერმანელმა სპეციალისტმა ეს ინფორმაცია უარყო.

„მე რომასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ, ამ ეტაპზე ჩემი თავი ამ გუნდში ვერ წარმომიდგენია.

„მე ტრადიციულ გუნდში მწვრთნელის რანგში მსურს მისვლა, გერმანიაში ან ინგლისში, თუმცა არც ისეთი გუნდის გაწვრთნაზე ვიტყოდი უარს, რომელსაც ტიტულის მოგების ამბიცია აქვს.“