Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რანგნიკმა ელიოტს მილანის შემადგენლობაში ხელშეუხებელი მოთამაშეები დაუსახელა

მილანი რალფ რანგნიკის გუნდში მისასვლელად ემზადება და ახალი პროექტის დასაწყებად მზად არის.გერმანელმა სპეციალისტმა იმ ფეხბურთელების სია უკვე შეადგინა,რომლებსაც მილანი არ გაყიდის.

როსონერიმ ახალი პროექტის შენება უკვე დაიწყო და პირველ ტრანსფერს სულ მალე დაადასტურებს.გუნდს ლიონიდან 20 წლის ახალგაზრდა მცველი,პიერ კალულუ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

სია,რომელიც რანგნიკმა ელიოტთან უკვე შეათანხმა,ასე გამოიყურება:ტეო ერნანდესი,ალესიო რომანიოლი,ისმაელ ბენასერი,ფრანკ კესი,ჰაკან ჩალჰანოღლუ,ანტე რებიჩი და ჯიჯო დონარუმა.

Leave a Reply

Your email address will not be published.