რანგნიკმა პირველი ტრანსფერი შეათანხმა

რალფ რანგნიკი მზად არის,მილანს სათავეში ჩაუდგეს და გუნდის აღორძინება უკვე დაიწყო.გავრცელებული ინფორმაციით,მან დომინიკ შობოშლაის ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ,რომ შობოშლაი რალფ რანგნიკის სატრანსფერო სიის მოწინავე პოზიციაზე იყო და გერმანელი სპეციალისტი მის გასაფორმებლად ყველა ხერხს ხმარობდა.

La Repubblica-ს ინფორმაციით,გერმანელმა შობოშლაის დარწმუნება მოახერხა და ის რალფ რანგნიკის ერის პირველი ტრანსფერი გახდება.ფეხბურთელის შეძენა ვულვზს,ნაპოლის,პსჟ-ს,სევილიას,სპურსს,ატლეტიკოს და არსენალსაც სურდათ,თუმცა რალფ რანგნიკმა შობოშლაის არჩევანში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

შობოშლაიმ მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრა გამართა,სადაც 10 გოლთან ერთად 16 საგოლე გადაცემაც გააკეთა.მისი გამოსასყიდი თანხა 24 მილიონი ევროა,რომლის გადახდაც გუნდს 3 ნაწილად შეეძლება.

Leave a Reply

Your email address will not be published.