Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რანიერი:“რთული თვეები გველოდება“

სამპდორიას მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს,რომ მომდევნო ინტენსიური და რთული თვეების განმავლობაში მისი ფეხბურთელები ფიზიკურ დატვირთვას გაუძლებენ.

„ჩვენ წინ ორი რთული და ინტენსიური თვე გველოდება.ფეხბურთელებს დიდ ფიზიკურ და მენტალურ ზეწოლასთან მოუწევთ გამკლავება და იმედი მაქვს,ყველაფერი კარგად იქნება.

„ჩვენ თავიდანვე 2 რთული მეტოქე გვყავს და ორივეს სწორი მენტალობით უნდა მივუდგეთ.იმედია იმ დრომდე ფორმის დაბრუნებას მოვახერხებთ.

„საბედნიეროდ,სამპდორიას შემადგენლობა ცვლილებების საშუალებას მაძლევს.არ შეიძლება ერთი და იმავე ფეხბურთელებით ყოველ მესამე დღეს ითამაშო.5 ცვლილება კი მწვრთნელებს საშუალებას მოგვცემს,რომ ფეხბურთელები დავასვენოთ.

„საბედნიეროდ გასავარდნ ზონაში არ ვიმყოფებით,თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და ყველა თამაშში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.