Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რანიერი:“ იუვენტუსი სკუდეტოს მოგების ფავორიტია“

სამპდორიას მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ იუვენტუსი სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტად რჩება.

იუვენტუსი – სამპდორიას მატჩი ხვალ, 22:45 საათზე დაიწყება.

„ხვალ ჩემთვის სამპდორიას რიგებში ერთგვარი დებიუტი იქნება, რადგან წინა სეზონში, როდესაც აქ მოვედი, სეზონი უკვე დაწყებული იყო.

„გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი გარკვეულ ხიბლს კარგავს, თუმცა ხვალ დაძაბული თამაში გველდება. მინდა ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერაში წარმატებები ვუსურვო.

„ჩემი აზრით, სკუდეტოს მოპოვების მთავარი ფავორიტი კვლავ იუვენტუსია, თუმცა მათ ახალბედა მწვრთნელი ყავთ და იმის ფონზე, რომ კონკურენტები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, მათ ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოპოვება გაუჭირდებათ.

„ჩვენ ნიკოლა მურუ და კაროლ ლინეტი დავკარგეთ და იმედი მაქვს, რომ გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვლენ. ვიცი, რომ გუნდის პრეზიდენტი ტრანსფერებზე მუშაობს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.