Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რასპადორის ინტერში გადასვლა სურს

იტალიური მედიის ინფორამციით, სასუოლოს იტალიელი ფორვარდი ჯაკომო რასპადორი ნეროვერდის რიგებში ბედნიერი არ არის და მას ზამთარში ინტერში გადასვლა სურს, რომელიც თავის მხრივ ახალგაზრდა ტალანტს უკვე დიდი ხანია აკვირდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდში ალესიო დიონისის მისვლის შემდეგ ფეხბურთელი სასუოლოს დატოვებას ცდილობს და მისი პრიორიტეტი ნერაძურის მაისურით თამაშია.

წყაროს ინფორმაციით, ინტერი რასპადორის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ ზამთარში გუნდს ალექსის სანჩესი დატოვებს, რომელიც სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა.