Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რასპადორი სასუოლოს გამოემშვიდობა…

ნაპოლის ახალწვეული ჯაკომო რასპადორი თავის ყოფილ გუნდს სასუოლოს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„მე უკან ვიხედები და ვხედავ იმ ადამიანების სახეებს, რომლებიც ჩემი ცხოვრების ამ ნაწილში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებდნენ, სახეებს, რომლებიც ჩემს გონებაში და გულში ყოველთვის დარჩება. მინდა თითოეულ თქვენგანს, რომლებიც დამეხმარნენ, რომ მე პატარა ბიჭიდან კაცი გავმხდარიყავი, მადლობა გითხრათ.

„ახლა დროა, რომ მე წინ, მომავალში ვიყურო, გულით ვატარო ის ყველაფერი, რაც მე თქვენგან ვისწავლე და რამაც მაქცია იმ ადამიანად და ფეხბურთელად, რომელიც დღეს ვარ. უბრალოდ მადლობის თქმა საკმარისი არ იქნება, სწორედ თქვენ შემძინეთ ეს ვნება და მოტივაცია როგორც ფეხბურთში, ასევე ცხოვრებაში.

„თქვენ ჩემთვის მხოლოდ თავგადასავლის ნაწილი არ ყოფილხართ, თქვენ ჩემი ოჯახის წევრები იყავით და ამას ვერაფერი შეცვლის.“