რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი არტურ მელოსგან?

ფეხბურთი უკვე დაგვიბრუნდა და მასთან ერთად სატრანსფერო მარკეტიც ნელ-ნელა უფრო და უფრო იძაბება.

3-თვიანი პაუზის დროს უამრავი ჭორი თუ მართალი გავრცელდა სხვადასხვა ფეხბურთელზე,თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჭორი სიმართლე გამოდგა და არტურ მელო იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა.

ტურინელებმა როგორღაც მოახერხეს და 30 წლის მირალემ პიანიჩისა და 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ,ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმება მოახერხეს,რომელსაც ბარსელონას დატოვება სულაც არ სურდა.

ეჭვგარეშეა,რომ ეს იუვენტუსისთვის არაჩვეულებრივი გარიგება გამოდგა.უკანასკნელ წლებში იუვენტუსმა ევროპული ფეხბურთის უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ  დაიმატა ნახევარდაცვის ხაზში,მხოლოდ აარონ რემსისა და ადრიენ რაბიოს უფასოდ დამატება რად ღირს,თუმცა ვერც ერთმა მათგანმა მილოდინები ვერ გაამართლა.

როგორც ჩანს,ტურინელები თავისუფალი აგენტების იმედზე ყოფნას აღარ აპირებენ და როგორც უკვე აღვნიშნეთ,არტურში 72 მილიონი ევროს გადახდას დასთანხმდა (პიანიჩი + 12 მილიონი).

არტური ბარსელონას 2018 წელს,გრემიოდან შეუერთდა და მას იმავე სეზონში ‘შემდეგი ხავი’ შეარქვეს.

23 წლის ფეხბურთელი ინტელიგენტი,ტექნიკური ფეხბურთელია არაჩვეულებრივი პასით.ესპანეთში მხოლოდ 3 ფეხბურთელია,რომელსაც პასების სიზუსტის მაჩვენებელი არტურზე მაღალი აქვს,ბოლო წლებში კი არტური ერთ-ერთი გამორჩეული დრიბლიორი ნახევარმცველი გახდა ევროპის მასშტაბით.

თამამად შეიძლება ითქვას,რომ მისი ერთადერთი ნაკლი ტრავმიანობაა,რის გამოც მიმდინარე სეზონში ბარსელონას XI-ეულში დაკარგა ადგილი.

მაურიციო სარი წელს ხშირად აკრიტიკებდა გუნდს იმის გამო,რომ ბურთი ნახევარდაცვის ხაზში საჭირო სისწრაფით ვერ გადაადგილდებოდა,რაც არტურის ერთ-ერთი უძლიერესი მხარეა და შეიძ₾ება ითქვას,რომ მაურიციო სარის გუნდისთვის ის იდეალური ფეხბურთელია.

ამაზე უკვე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა – სკოლარიმ ისაუბრა.

„ტურინი იდეალური ადგილია არტურისთვის და არტური იდეალური ფეხბურთელია მაურიციო სარისთვის.მისი უნარი,რომ ბურთი ერთი-ორი შეხებით გაათამაშოს არის ის,რაც ამ იუვენტუსს ნახევარდაცვაში აკლია“.

მაურიციო სარის 4-3-1-2 ან 4-3-3 სქემებში ცენტრალური ნახევარმცველი გადამწყვეტ როლს ასრულებს.სწორედ ის აკონტროლებს გუნდის ტემპს,რაც მიმდინარე სეზონში ტურინელების შესრულებით არც თუ ისე მაღალი იყო.

არტურის ინტელექტის,ტექნიკის და გამოცდილების გათვალისწინებით,არ არსებობს არც ერთი მიზეზი,რის გამოც მისი იუვენტუსში გადასვლა არ გაამართლებს.იმის მიუხედავად,თუ რა პოზიციას შეურჩევს მას იტალიელი სპეციალისტი,ტურინელებმა არაჩვეულებრივი ფეხბურთელი შეიძინეს იმ პოზიციაზე,სადაც იუვეს ყველაზე მეტად უჭირდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.