Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რატომ აირჩია რეინოლდსმა რომა და არა იუვენტუსი ?

ბრაიან რეინოლდსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსთან ძალია ნახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ამერიკელი უკანახაზელი რომაში აღმოჩნდა და ამის მიზეზებზე კომენტარი ფეხბურთელის მამამ გააკეთა.

„იუვენტუსი იუვენტუსია, ტურინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ და ისინი ბრაიანის ტრანსფერით მართლაც ძალიან ინტერესდებოდნენ. მარტივი არ არის, რომ იუვენტუსს უარი უთხრა, მაგრამ ბრაიანი ჭკვიანი ბიჭია და სიტუაცია სწორად შეაფასა.

„ტურინში ტრანსფერის შემთხვევაში, მას პირველი სეზონი ბენევენტოს რიგებში უნდა გაეტარებინა და იუვენტუსში თამაში გარანტირებული არც ამის შემდეგ ექნებოდა, ბრაიანს კი პირდაპირ იმ გუნდში უნდოდა თამაში, რომელიც მას გაიფორმებდა და სწორედ ამიტომ მან რომა აირჩია.“