Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რატომ ფერხდება არტურო ვიდალის ინტერში ტრანსფერი

ინტერმა ბარსელონასთანაც და ვიდალთანაც ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა, თუმცა SportMediaset-ის ინფორმაციით, ნერაძურის პირველ რიგში ფეხბურთელების გაშვება მოუწევს.

გუნდის ხელმძღვანელობამ ანტონიო კონტეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცნობა, რომ Suning Group ჩინეთის მთავრობის ბრძანებიდან გამომდინარე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფულს ვერ დახარჯავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ნებისმიერი ტრანსფერის განხორციელებისთვის ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევდა…

ამ დროისთვის ინტერის რიგები გადატვირთულია. გუნდის შემადგენლობაში 32 ფეხბურთელი ირიცხება და მათგან დიეგო გოდინი, კვადვო ასამოა, ანტონიო კანდრევა, ლუსიენ აგოუმე, მარსელო ბროზოვიჩი, მატიას ვესინო, ივან პერიშიჩი, რაჯა ნაინგოლანი, სებასტიან ესპოსიტო, ჯოაო მარიო და დალბერტი გუნდიდან წასვლის კანდიდატები არიან, ზოგი იჯარით, ზოგი კი სამუდამოდ…

შეგახსენებთ, რომ ინტერს ვიდალის სანაცვლოდ 0.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თავად ჩილელ ფეხბურთელს კი 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მესამეს პერსპექტივით, სეზონში კი ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.