რატომ ჩაიშალა სკამაკას იუვენტუსში ტრანსფერი ?
იუვენტუსს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფორვარდის გაფორმება სურდა და ტურინელები ჯანლუკა სკამაკას გაფორმებაზე მუშაობდნენ, თმცა ტრანსფერი საბოლოოდ არ განხორციელდა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, სასუოლო სკამაკას იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ იყო, თუმცა სურდა, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი პუნქტი კონტრაქტში სავალდებულო ყოფილიყო, იუვენტუსს კი ეს პუნქტი მხოლოდ ოფციად სურდა და არა ვალდებულებად.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელის ასპარეზობას კვლავ დააკვირდება და დიდი ალბათობით მის გაფორმებას კიდევ ერთხელ ზაფხულში შეეცდება.