Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაჯა გუნდში დარჩა, ასამოამ და ჟოაო მარიომ გუნდი დატოვეს

რაჯა ნაინგოლანის სურვილის მიუხედავად, ინტერმა და კალიარიმ მის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ბელგიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს ინტერში გაატარებს.

გუნდი დატოვა ჟოაო მარიომ, რომლის ტრანსფერიც ჯერჯერობით ოფიციალური არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პორტუგალიაში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ მთავრდება, გაოფიციალურება დროის საკითხია.

ასამოაზე უკვე მოგახსენეთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს და განელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

ინტერმა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მატეო დარმიანი, არტურო ვიდალი, ანდრეა პინამონტი, ალეკსანდრ კოლაროვი და აშრაფ ჰაკიმი შეიძინა, ნაინგოლანი და პერიშიჩი კი თავიანთი იჯარებიდან დაბრუნდნენ.