Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა ბედი ელის პირლოს…

იტალიაში უკვე ყველა თანხმდება, რომ საბოლოო შედეგის მიუხედავად, ანდრეა პირლო სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს.

რამდენიმე წყარო ირწმუნებოდა, რომ პირლო მომდევნო სეზონიდან იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდს ჩაიბარებდა, სადაც მას წესით უდნა ემუშავა, თუმცა მაურიციო სარის გუნდიდან წასვლამ ყველაფერი შეცვალა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ანდრეა პირლო 23-წლამდელთა გუნდში დაბრუნებას არ აპირებს და ის სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს. წყაროს ცნობით, მაესტრო სამწვრთნელო კარიერას იტალიის საზღვრებს გარეთ გააგრძელებს.