Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რა დიალოგი შედგა ინტერის გასახდელში რეალთან მარცხის შემდეგ

Gazzetta dello Sport-მა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა რამდენიმე წინადადება, რომელიც ინტერის მადრიდის რეალთან მარცხის შემდეგ გასახდელში ითქვა.

„ჩვენი იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე დღეს ეს ჩვენ ვაჩვენეთ. დროა, გონს მოვეგოთ და ნეგატივი მოვიშოროთ, დროა თამაში ისევ დავიწყოთ. ამ ოთახიდან ჩვენ ერთიანი გავალთ და მოედანზე ერთმანეთს დავეხმარებით.

„გავალთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე, წინ მთელი სეზონი გვაქვს სათამაშო და თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, დაწყებული შემდეგი მატჩიდან!“

შეგახსენებთ, გუშინ ინტერმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, სასუოლოს 3 – 0 მოუგო და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.