Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა თანხას დახარჯავს მილანი ტრანსფერებზე …

იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პელეგატიმ მილანის სატრანსფერო ბიუჯეტზე ისაუბრა.

„მილანი ტონალის და ტომორის აუცილებლად გამოისყიდის და ამის გარდა, გუნდის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გასაძლიერებლად დამატებით 70 მილიონ ევროს გამოყოფს, რასაც გაყიდვებიდან შემოსული თანხა დაემატება.

„როსონერი ზაფხულში 10-15 მილიონის სანაცვლოდ ჰაუგეს გაყიდვას შეეცდება, მის გარდა კი მილანს კალდარას, კონტის, ლაქსალტის და დუარტეს გაყიდვის იმედიც აქვს, რომლებიც გუნდის გეგმებში არ შედიან.“