Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა თანხას მიიღებენ გუნდები Super League-ზე თამაშისთვის ?

Super League-ს შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპული გრანდებისთვის უკეთესი ფინანსური სიტუაციის შექმნა იყო.

New York Times-ის მტკიცებით, თორმეტივე დამფუძნებელი გუნდი მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი Super League-ს ტურნირზე მონაწილეობას იღებენ, თითოეული მათგანი 235 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც სეზონის დაწყების შემდეგ სპონსორებიდან და სატელევიზიო უფლებებიდან შემოსული თანხა დაემატება.