Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა თანხას მიიღებენ ინტერი, მილანი, ატალანტა და იუვე ლიგაზე გასვლის გამო

Calcio e Finanza-მ ის თანხები გამოაქვეყნა, რომელსაც ინტერი, მილანი, ატალანტა და იუვენტუსი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამო მიიღებენ.

ოთხივე გუნდი ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო 15.64 მილიონს გამოიმუშავებენ. ამ თანხას გუნდების ისტორიული მიღწევები და ბოლო ათწლეულში დაფიქსირებული შედეგების ბონუსები დაემატება. მაგალითისთვის, ინტერი დამატებით 15.92 მილიონს, მილანი 16.3, ხოლო იუვენტუსი ბოლო 10 წელიწადში მიღწეული წარმატებების გამო გაცილებით მეტს – 30.7 მილიონ ევროს მიიღებს. ატალანტა ამ მხრივ გაცილებით უკან არის და მათ დაახლოებით 6-7 მილიონი დაერიცხებათ.

ამ ყველაფერს სატელევიზიო უფლებების გაყიდვის და ჩემპიონატზე მოპოვებული ქულების მიხედვით საკმაოდ მსუყე თანხები დაემატება.