Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა თანხას მიიღებს მილანი ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში…

ჟუნიორ მესიასის გოლით მილანმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა, რაც როგორც გუნდის სპორტული ამბიციებისთვის, ასევე ფინანსური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მილანს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოსახვედრად სან სიროზე გამარჯვება სჭირდება, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ეს არ კმარა. როსონერიმ იმედი უდნა იქონიოს, რომ პორტუ-ატლეტიკოს მატჩში პორტუგალიელები არ გაიმარჯვებენ, ხოლო თუ 3 ქულა ესპანელებს დარჩებათ, მაშინ ყველაფერს ბურთების სხვაობა გადაწყვეტს.

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე ამ მომენტისთვის დაახლოებით 38 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ლივერპულის დამარცხების და პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში კი ეს თანხა 60 მილიონ ევრომდე გაიზრდება…