Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა თანხას მიიღებს მილანი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში

მილანი ამ მომენტისთვის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება, რომელშიც მილანს ლივერპული ესტუმრება და ეშმაკებს მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება.

როსონერის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ლივერპულის დამარცხება სჭირდება, პარალელურ მატჩში კი პორტუსა და ატლეტიკოს შორის პორტუგალიელებმა არ უნდა გაიმარჯვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მილანი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება.

პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, მილანი ჩემპიონთა ლიგაზე დამატებით 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, საიდანაც 2 მილიონი გამარჯვების, 10 მილიონი კი მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ჩაერიცხება და საერთო ჯამში მილანის მიღებული თანხა ჩემპიონთა ლიგაზე 36 მილიონამდე გაიზრდება.